კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტია "ავერსის" ქველმოქმედების ისტორიაში:
- სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ როგორც მოქმედ, ისე ვეტერან სპორტსმენებსაც. გვეამაყება, რომ წვლილი შეგვაქვს იმ ადამიანების წარმატებაში, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. "ავერსის" კლინიკები მხოლოდ უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს იღებენ. ღმერთის მადლიერი ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ასე დავუდგეთ გვერდით ქართულ სპორტს.